საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიგიოტოპოლუსი აცხადებს, რომ თურქეთის მხრიდან არასწორი მოქმედებების შემთხვევაში, საბერძნეთი მზადაა დაიცვას თავი და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებები დაიწყოს თურქეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ-გამოცემა “ეკატიმერინი” ადგილობრივ ტელეკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, თურქეთი საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს და საბერძნეთ ნებისმიერი მოქმედებებისთვისაა მზად.
“საბერძნეთს მკაცრად აქვს გავლებული წითელი ხაზები და არ შერცხევა გამოაჩინოს კბილები, თუკი ქვეყნის შიდაუსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება. ჩვენმა ქვეყანამ უკვე განსაზღვრა თავისი პოლიტიკა ევროსში საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებით” – განაცხადა ნიკოს პანაიგიოტოპოლუსმა, რომელმაც სამხედრო მოქმედებების დაწყებაც არ გამორიცხა.