aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

რუსეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. რუსი მედიკოსების ინფორმაციით, ახალ მეთოდზე დაიტესტა რამდენიმე ათეული პაციენტი და არსებობს დასკვნა, რომ აღნიშნული მეთოდიკით, ანუ ჰიპერბარული ოქსიგენაციით აღარ იქნება საჭირო ხელოვნური სასუნთქი აპარატების გამოყენება, რაც ექსპერტების ინფორმაციით, კიდეუ უფრო გააიოლებს მკურნალობის პროცესს. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით პოპულარული ონლაინ-გამოცემა “გაზეტა” ავრცელებს.

რუსეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა გააფართოეს COVID 19-ით ინფიცირებულთა სიმპტომების სია და მიმდინარეობს კვლევა, არის თუ არა კავშირში აღნიშნულის ახალი სიმპტომები კორონავირუსით გამოწვეულ მუტაციურ პროცესებთან.

როგორც ირკვევა, ახალი სიმპტომები ძირითადად ხანშიშესულ ადამიანებში ვლინდება, მაგალითად წნევის ვარდნა და ტახიკარდია.

შეგახსენებთ, რუსეთში ამ მომენტისთვის 441 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებულ, 5 400-მდე დაიღუპა, ხოლო 205 ათასამდე – გამოჯანმრთელდა.

 

 

იტვირთბა....