ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლიციამ არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი და ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავა

ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა და პარლამენტის თავმჯდოარის არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. როგორც ირკვევა ისინი პატრულმა ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი აყვანა მოახერხეს.
მათივე ცნობით, ზარდიაშვილის ცოლისძმას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

იტვირთბა....