“ჩვენი მოქმედება არ გამორიცხავს თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ყველგან ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად თბილისში მაჟორიტარებზე გავაგრძელოთ დისკუსიები, გავცვალოთ არგუმენტები, რა იქნება უფრო ეფექტური გზა, რათა პირველივე ტურში დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. შესაძლოა, ეს იყოს შეჯერებული კანდიდატი, შეიძლება, ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შეჯერდეს ოპოზიციური პარტიები.“
ბადრი ჯაფარიძე – პარტია”ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.