საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 5 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 2.9841 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0416 ლარი ღირდა.
ასევე, გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.3422 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4087 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 ივნისს ამოქმედდება.