“ევროკავშირი მზია ამაღლობელს შიმშილობის მე-17 დღეს სოლიდარობას უცხადებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია.”– წერს X-ზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე 17 დღეა, შიმშილობს. ის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.