ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს”- გერმანიის ელჩი

“ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. ევროკავშირის ელჩები დღეს “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” რედაქტორებსა და ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შევხვდით. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?”– წერს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე 17 დღეა, შიმშილობს. ის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

იტვირთბა....