“მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები. აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში.”
გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.