ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ადამიანურად ვამბობ, გია ბარამიძეს მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, ეს კვალს ტოვებს ნებისმიერ ადამიანზე..” – ჩარკვიანი ბარამიძეს პასუხობს

გია ბარამიძე ძალიან კარგი პიროვნებაა, მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ემოციურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს და შემდეგ სხვანაირად ხედავს პროცესს – ამის შესახებ, “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა, “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა. რითაც, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ნაციონალებიც რეფორმატორად თვლიან გიორგი ვაშაძეს. მისი თქმით, ვაშაძე ორჯერ თავად სააკაშვილმა ჩათვალა რეფორმატორად.

“გუშინ ხომ ნახეთ ბოკერიამ რა თქვა? „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერიო, ასეთი საუბარი მიუღებელია. “ძალა ერთობაშია“-ში ყველაფერი კარგად არის, ვინც თქვა ჩვენგან უნდა იყოს პრემიერმინისტრის კანდიდატიო, იქ ეძებოს შეთქმულების თეორიები. თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე მუხლჩაუქრელად ვიბრძვით რომ „ძალა ერთობაშია“ შენარჩუნდეს, გიას ვურჩევ, გონიერი ადამიანია, გარეთ გაიხედოს და მიხვდება სად არის ძაღლის თავი დამარხული. გაფართოებულ მაგიდაზე დაასახელა კაცმა თავის აზრი და იმათ ჰკითხოს. ძალიან კარგად იციან მიშას ვინც უღალატა, ვინც უღალატა ის ზის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით და ეს არის გიგა ბოკერიას გუნდი.

გია ბარამიძე ძალიან კარგი პიროვნებაა, მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი. ემოციურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს და შემდეგ სხვანაირად ხედავს პროცესს. ადამიანურად ვამბობ, მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, ეს კვალს ტოვებს ნებისმიერ ადამიანზე. ნაწყენი არ ვარ, როცა შევხვდები, ხელს ჩამოვართმევ და ვეტყვი, გია ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის გადაგდებაში და ვიცი თანახმა იქნება” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ, “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის შესაძლო პრემიერობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....