aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი” – გაბუნია COVID-19-ის მეორე ტალღაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი შეინარჩუნოს.

“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ.

რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს,” – განმარტა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....