52 წლის სომეხი მამაკაცი, საკუთარ თავს სოციალურ ქსელ ტელეგრამში კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებდა და ფულის სანაცვლოდ თითოეულ მსურველს კრიმინალურ სამყაროში სხვადასხვა სტატუსს ანიჭებდა – ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოტენციურ კლიენტებს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდათ ფაქტის სანდოობაში, მამაკაცმა მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი სახლის სარდაფი მოაწყო ისე თითქის იგი ციხის საკანში იმყოფებოდა. კრიმინალური სტატუსის მინიჭება სკაიპით ხდებოდა.
100 დოლარად ე.წ „კაი ბიჭის სტატუსი „იყო შეფასებული, 500 დოლარად კი ე.წ განაბის (პირი, რომელიც ცდილობს კრიმინალურ სამყაროში შევიდეს) ავტორიტეტს ანიჭებდნენ ადამიანს.
მსურველს კანონიერი ქურდის სტატუსი რომ მიეღო, მას ორჯერ უნდა გადაეხადა 5000 ევრო. გავრცელებული ინფორმაციით ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის კლიენტები და ქურდული სტატუსის მსურველები იყვნენ რუსები- ყუბანის მცხოვრებები, უკრაინელები ყირიმიდან და ჩრდილოეთ კავკასიელებიც.