“დაუბანელი და გაუნათლებელი მუშები და გლეხები როგორ ბედავენ ხმის ამოღებასო, გაჰყვირის ფეოდალი და კაპიტალისტი, მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. საეკლესიო ყმებმა მხოლოდ ბეე, ბეე უნდა იძახონო. შეაწუხა უბრალო ხალხმა თავისი სულიერი არისტოკრატები, სუბორდინაცია ვერ ისწავლა! ჩვენი სამყოფი მონები ყოველთვის იქნებიან საქართველოშიო, ფიქრობენ წურბელა მეუფეები და მაგიტომ არიან არხეინად. იმას კი ვერ ხედავენ რომ ზამთარი ახლოვდება, აჩრდილი დაძრწის ეკლესიაში – აჩრდილი ნაით კინგისა. მრევლი ყველა მამაოისა შეერთდება და მერე ან მაგათ დაერხევათ ან ჩვენ…”
ბასილ კობახიძე, თეოლოგი, საპატრიარქოს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარებში სოფელ ქვემო ზეგანის მოსახლეობა მიტროპოლიტს წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილისა და ხატის ძვირფასი ხატის მითვისებაში ადანაშაულებს. “რამდენ გლეხს, რამდენ მუშას, მაპატიეთ და გაუნათლებელ ადამიანს თავში მოუვა, რომ ეს ორიგინალია…” – ასე პასუხობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია მისი ეპარქიის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც მას სიწმინდეების მითვისებაში ადანაშაულებენ.