ფილადელფიაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გაძარცვის მიზნით ბანკომატი ააფეთქა, გარდაიცვალა.
აფეთქების მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმოყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას Nbcphiladelphia ავრცელებს..
ფილადელფიის პოლიციის ინფორმაციით, მaროდიორების მიერ ბოლო დღეებში გაძარცვულია 10-ზე მეტი ბანკომატი. ბანკომატების დიდი ნაწილი აფეთქების გზით გაძარცვეს. იყო შემთხვევები, როცა ბანკომატს რამდენჯერმე აფეთქებედნენ.
პოლიციის კომისრის დანიელ აუტლოს აზრით, ძარცვა ორგანიზებული და კოორდინირებულია. მსგავს საქმეებს ფედერალური გამოძიების ბიუროს შესაბამისი განყოფილება იძიებს.