“ა იციან, რომ ორიგინალი იყო? რამე საბუთი აქვთ, რომ ორიგინალი იყო, თუ თავიანთ თავში იყო ორიგინალი? გავუკეთეთ რესტავრაცია და დაიწყეს, ეს არ იყო ჩემი ხატი, ჩემი ხატი ოქროში იყოო და დაიწყეს მერე… არ ვიცი, საიდან რა მოაქვთ. ვინაა ორიგინალი, რას ნიშნავს. თვიტონ წმინდა გიორგიმ დაიხატა თავისი თავი? რამდენ გლეხს, რამედნ მუშას თავში მოუვა, მაპატიეთ და გაუნათლებელ ადამიანს, რომ ეს ორიგინალია… რასთან შეამოწმა ეს ორიგინალი?”
ანტონ ბულუხია – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი
აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.
ცნობისთვის, სოფელ ქვემო ზეგანის მოსახლეობა მიტროპოლიტს წმინდა გიორგის ნეკა თითის ნაწილისა და ძვირფასი ხატის მითვისებაში ადანაშაულებს. სოფლის მოსახლეობის თქმით, მღვდელმთავარმა სიწმინდეები თავის რეზიდენციაში წაიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც მას სოფელი აუჯანყდა, მას რეზიდენციიდან სიწმინდეების დაბრუნება დასჭირდა.