ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს – ინფორმაციას ამის შესახებ, AMBEBI.GE ავრცელებს.

როგორც სააგენტოს თვითმხილველმა განუცხადა, ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტლსში გადაიყვანეს. კლინიკაში შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

“5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე”, – აცხადებენ “ნიუ ჰოსპიტალსში”.

იტვირთბა....