ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თორაძეების ოჯახის მკვლელობის” გახმაურებულ საქმეზე პროკურატურამ აშშ-ს მიმართა

მას შემდეგ რაც თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე, მოკლული ძმების ოჯახის წევრმა, თამარ თორაძემ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან გამოძიება მოითხოვა, უწყებამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. საქმე იმაშია, რომ თამარ თორაძე, ოჯახის ტრაგედიიდან რამდენიმე ხანში შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და დღემდე იქ ცხოვრობს.

„თამარ თორაძე ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს”, რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.

შეგახსენებთ, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

 

იტვირთბა....