ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რატომ არ იხსნება საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები – ვიცეპრემიერი განმარტავს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აუზებისა და ფიტნეს დარბაზების გახსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ის სივრცეა, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციებაა აუცილებელი.

“ჯერ მშვენიერი ამინდი გვაქვს და შეგვიძლია ღია სივრცეში ვივარჯიშოთ…” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

“ეს არის ის სფერო, რომელიც ბევრ ქვეყანაში დახურულია, რადგან ამ ადგილებში ბევრ ზედაპირს ვეხებით, სადაც პირბადით ვარჯიში რთულია, შესაბამისად ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციების შესრულებაა საჭირო. მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით. ჩვენთვის იმ შედეგის შენარჩუნება, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში, პანდემიიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ხდება სხვადასხვა რეგულაციების მოხსნა, თუმცა დარჩენილი კვლავ არის რამდენიმე სფერო, მათ შორის აუზები და ფიტნესი.

იტვირთბა....