მთავარი ციტატა

“რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს”

“რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა. მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი. მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი  აღარ მონაწილეობდა. ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემა გახდა.”

დავიღ ჭიჭინაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ  “დღის ამბებში”  სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

იტვირთბა....