“სერიოზული მიკრო-აფეთქება გვქონდა „საბურთალოს კლასტერში“, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ინფექცია გავრცელდა. დღვანდელი რიცხვით ამ კლასტერში 23 ადამიანია ინფიცირებული. ჩვენ უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ, 42 კარანტინშია გადაყვანილი და დანარჩენები ე.წ. შიდა კარანტინში არიან.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ აირან გამყრეიზემ მტავრბის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.
დღეს გამოვლენილი ვირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.