ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პატიმრობით დაისჯება საქართველოს რუკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის არაღნიშვნა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა. კერძოდ, კოდექსს დაემატა ახალი 343 (1) მუხლი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის, ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის 50-ჯერ მეტ ოდენობას ითვალისწინებს.

1 – ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანს,  თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2 – ამ მუხლის მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის ნებაყოფლობით ჩაბარებად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით განაცხადებს აღნიშნული საგნის წარდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით შეუწყობს ხელს მის ამოღებას.

3 – ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“.

იტვირთბა....