„გასული წლის 29 ოქტომბერს „ოცნება“ გამოვიდა და თქვა, წყალტუბოს ეშველა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მილიარდების ინვესტიცია ჩადოს, 19 სასტუმრო 1 ლარად შეიძინოს თუ 1 ლარად წაიღოს და დიდი ინვესტიციები შემოიტანოს. მას შემდეგ გავიდა 6 თვეზე მეტი და არათუ ინვესტიცია არ დაწყებულა, არავინ არ ჩამოსულა ამ განცხადების შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ ბლეფისა, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს”
გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, გასულ წელს, “ქართული ოცნების” მხრიდან დაანონსდა წყალტუბოს განვითარების გეგმა, რომელშიც მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.