ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პოლიციამ 50 წლამდე კაცი დააკავა – პროცესის ამსახველ ვიდეოკადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავებისას პოლიციელებმა კაცი წააქციეს და სცემეს, თუმცა დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
“მცემეს, თავი მარტყმევინეს ასფალტზე…” – აცხადებს დაკავებული. იგი ექსპერტიზაზე წაყვანას ითხოვდა.
იხილეთ ვიდეო: