ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვთხოვ ყველა მოსახლეს, რომ ტემპერატურის, ხველის, სურდოს, სუნთქვის გაძნელების, ქოშინის შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ცხელების ცენტრებს”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სამედიცინო დაწესებულებებს მოუწოდებს, რომ პერსონალს პროტოკოლის წესების დაცვით, ყოველ ორ კვირაში ტესტირება ჩაუტარონ.

„ფეისბუკლაივის“ დროს გამყრელიძემ მოსახლეობასაც მიმართა, რომ კორონავირუსის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო პერსონალი ვართ ერთ-ერთი ყველაზე მაღლი რისკის პერსონალი და გავრცელების ერთ-ერთი წყარო. დაინფიცირებულთა 10-დან 20%-მდე მსოფლიოში სამედიცინო პერსონალზე მოდის, ამიტომ დღეს მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ სამედიცინო პერსონალი – კოვიდის კლინიკების, ცხელების კლინიკების და სხვა დიდი სამედიცინო ჰოსპიტლების, ე.წ. ემერჯენსის, გადაუდებელი დახმარების, საოპერაციოების, რეანიმატოლოგები უნდა იტესტებოდნენ თვეში ორჯერ, ყოველ 14 დღეში ერთხელ. პირველად ჩვენ ეს დავიცავით, შემდეგ უკვე მოეშვნენ სამედიცინო დაწესებულებები.

გუშინ ცირკულარი დაიგზავნა ჩვენგან და კიდევ ერთხელ მოგმართავთ, რომ გთხოვთ, შევასრულოთ ეს ბრძანება. ასევე, ამ ბრძანებაში გათვალისწინებული სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც პერიოდულობით უნდა იტესტებოდნენ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ თუ სადმე სიმპტომით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება. ასევე ვთხოვ ყველა მოსახლეს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ტემპერატურის, ხველის, სურდოს, სუნთქვის გაძნელების, ქოშინის შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ცხელების ცენტრებს და სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც სწრაფად გამოგიკვლევენ და ჩაგიტარებენ ტესტირებას, რათა არ გამოგვეპაროს არც ერთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....