ჭყონდიდის ეპარქიაში ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ათენოგენეს საკვირაო წირვაში პატრიარქის, ილია II-ის არმოხსენიების გამო მსახურების უფლება შეუჩერეს – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მამა ათენოგენეს თქმით, მათთან ძალოვანები იყვნენ მისული.
“მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, სანამ ამას არ გამოიძიებენ, ეკლესიას პასუხის არ ექნება, ვერ შევძლებ, შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ ვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა ვისაუბრეთ. ეს მოხსენიება წაიღეს და ველოდებით”, – აღნიშნა მამა ათენოგენემ.
დღეს საკვირაო წირვა ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მამა ათენოგენეს შემცვლელმა, მამა გაბრიელმა ჩაატარა.