რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ წმინდა პეტრეს მოედნიდან პირველად მიმართა.
„მოგმართავთ, რომ არავინ დარჩეს ჯანდაცვის გარეშე. მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენ, ადამიანები, ვართ სულიწმინდის ტაძარი და არა ეკონომიკა“, – განაცხადა რომის პაპმა.
პაპმა ფრანცისკემ იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო კრიზისისგან უფრო ერთიანი გამოვა და არა – დაყოფილი.
„თქვენ იცით, რომ მსგავსი კრიზისებიდან ხალხი ისე არ გამოდის, როგორც ადრე. ჩვენ, უწინდელთან შედარებით, ამ კრიზისიდან ან უკეთესად გამოვალთ, ან – უარესად. მოდით ვიქონიოთ მხნეობა, რომ უწინდელზე უკეთესად გამოვიდეთ, რათა პანდემიის პოსტკრიზისული პერიოდი პოზიტიურად ავაშენოთ“, – აღნიშნა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, ბოლოს წმინდა პეტრეს მოედანზე ფანჯრიდან პაპმა მრევლს პირველ მარტს მიმართა.