მთავარი ციტატა

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს”

“ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული იყო, ამ ხუთიდან ერთი. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი მძიმე პნევმონია. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს. ეს მძიმე პაციენტებიც არ არიან განსაკუთრებით მძიმეები, რადგან მათ არა აქვთ თანარსებული მძიმე დაავადებები და აქედან გამომდინარე, მათი პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უმეტესად მსუბუქია და ნაკლები პროცენტით არის საშუალო სიმძიმის”

მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....