ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება. მუშევანი და გეტა კვლავ ჩაკეტილია.
ბოლო მონაცმებით, მუშევანში დადასტურებულია კორონავირუსის 73 შემთხვევა. ჯამმში მუნიციპალიტეტში დადსტურებულია 183 შემთხვევა, სამი პაციენტი გარდაიცვალა, 83 გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.