“იემენზე უფრო დაუცველი ქვეყანა არ არსებობს. ადენში გვაქვს COVID19-ით სიკვდილიანობის მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონე. 17 % მათგან, ვისაც ეს ავადმყოფობა აქვს, იღუპება. სიტუაცია აბსოლუტურად ტრაგიკულია. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულ სოლიდარობას გამოიჩენს იემენელი ხალხის მიმართ და სრულად დააფინანსებს იმ განაცხადს, რომელსაც ჩვენ მალე წარვადგენთ.”
ანტონიუ გუტერეში – გაეროს გენერალური მდივანი
აღნიშნული განცხადება გუტერეშმა, 28 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბოლო მონაცემებით, იემენში 283 კაცს დაუდგინდა COVID-19-ით ინფიცირება. მათგან გარდაცვლილია 65 კაცი ანუ 23%. კორონავირუსისგან განკურნებულია 11 კაცი