საქართველო სატვირთო მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, – განმარტა ნათია თურნავამ.