ინდოეთში, ქალაქ მეერუტში, მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარე – მომხდარის შესახებ ინფორმაცის “Reuters” ავრცელებს.
ადგილობრივებმა ერთ-ერთი მაიმუნი ხეზე შენიშნეს, სადაც ის სისხლის ნიმუშის შესაგროვებელ კონტეინერს ღრღნიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაიმუნები დასახლებულ პუნქტშიც შეიჭრნენ და ხალხს თავს დაესხნენ. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მათთვის საკვების ნაკლებობა გახდა.
“როიტერსის” ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინფექცია მაიმუნებს შეიძლება გადაედოთ.