“პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
აღნიშნული განცხადებით გაბუნია ეხმაურება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინების განიხილვას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.