ქვეყანაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება – ინფორმაციას ამის შესახებ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, პროგნოზი გარე ინსტიტუტებისა და მკვლევარების პროგნოზების ერთობლიობის შედეგია. საპროგნოზო დიაპაზონის თანახმად, ივნისის ბოლომდე აშშ-ში კორონავირუსით 115 400-დან 134 800-მდე ადამიანი გარდაიცვლება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 721 750 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 101 617 ადამიანი კი გარდაიცვალა.