“უკვე ჩანს, რომ აპირებთ არჩევნების გაყალბებას. ცუდად დასრულდება ეს თამაში, თამაში “ნაციონალურ მოძრაობასთან.” თუ გგონიათ, ამას ხალხი ვერ ხედავს, ძალიან ცდებით. და ახლა კიდევ უყურებენ მორიგ სპექტაკლს პარლამენტში. ვიფიქროთ ხალხზე რომელთაც უჭირთ. რომ ამბობთ, ფასები არ გაზრდილაო, ასე არაა. ყველაფერიც გაძვირდა, ცხოვრება უჭირთ. ერთმანეთის ღირსი ხართ სინამდვილეში, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა.”
ირმა ინაშვილი – “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი
ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.