“ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს. მაშინ, როდესაც ჯანდაცვაზე ბიუჯეტში ხარჯები სულ 300 მილიონი იყო და ადამიანები, საკუტარი ჯანმრთელობისთვის რომ მიეხედათ, საცხოვრებელ სახლებს ყიდიდნენ. 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი და დღეს ეს ერთი მილიარდ 76 მილიონი. სამწუხაროდ, ოპოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.