თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი არასწრულწლოვანია.
ამის შესახებ მარინა ეზიგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი. 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სცილდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიუას ცნობით, ყველა პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.