“ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ერთმანეთი და დავიცვათ რეკომენდაციები. ავტოპუსების წინა კარები იქნება დაკეტილი, არ გაიღება და მძღოლთან მიახლოებაც შეუძლებელი იქნება. მხოლოდ 2 კარი იმუშავებს დიდ ავტობუსებში, ხოლო პატარებში მხოლოდ უკანა.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
როგორც კალაძე აცხადებს, პირბადის გარეშე მგზავრი ავტობუსში არ დაიშვება. მისი თქმით, ავტობუსები სადეზინფექციო ხსნარებით ყოველ დღე, დილა-საღამოს დამუშავდება.