aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად” – “ჯანმო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე, ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

„რაც შეეხება საქართველოს, სიტუაცია განაგრძობს და რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ვითარება საქართველოში ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა ვირუსის გავრცელების გაკონტროლების კუთხით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ 100-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ტურისტები ქვეყანაში ჩავიდნენ. რაც შეეხება თავად ტურისტებს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ შეძლოს იმპორტირებული შემთხვევების მართვა და კონტროლი იმ ვითარებაში, როდესაც ტურისტები მოგზაურებენ ქვეყნის ფარგლებში, განსაკუთრებით სოფლებში, მთიან რაიონებში. საქართველომ ასევე უნდა უზრუნველყოს ის, რომ სასტუმროებმა შეძლონ უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილება და ჯანდაცვის სისტემას ჰქონდეს შესაძლებლობა მართოს დაავადების ნებისმიერ შემთხვევა იმ რაიონებში, სადაც ტურიზმი ეკონომიკის ძლიერი ნაწილია“, – აღნიშნა ჯანმოს სპეციალისტმა.

იტვირთბა....