“ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, რომ ასე არ ილაპარაკოს. განსაკუთრებით, ასეთი ოპოზიცია, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, სახელმწიფო როდის ჩამოიქცევა და რაც უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, მათთვის უკეთესია. რას იტყვიან, აბა? ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც უნდა ემუშავა ნორმალურ სახელმწიფოს. საქართველომ ბევრ ქვეყანას აჯობა და ამას მსოფლიო აღიარებს. ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ყოფილიყო, რადგან ჰგონიათ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ.”
გია გაჩეჩილაძე – ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე
აღნიშნულით გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან პრემიერის ანგარიშის შეფასებაზე ოპოზიციის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თუმცა, ოპოზიციის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.