მთავარი ციტატა

“ოპოზიციას ჰქონდა ნატვრა, რომ კორონათი დაზიანებული ხალხი შემოუბრუნდებოდა ხელისუფლებას, ეს ასე არ მოხდა და იყვნენ ძალიან მძიმედ”

 “ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი. ეჭვი მქონდა, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონავირუსი აჯობებდა ქვეყანას და დღეს იყვნენ აბსოლუტურად იმედგაცრუებულები, რომ ასე არ მოხდა. მათ ჰქონდათ ნატვრა, რომ კორონათი დაზიანებული ხალხი შემოუბრუნდებოდა საკუთარ ხელისუფლებას და ამით იხეირებდნენ. ეს ასე არ მოხდა და იყვნენ ძალიან მძიმედ.”

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი 

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პარლამენტში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებაზე საუბროსას განუცხადა. 

გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

 

 

 

იტვირთბა....