გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
ასევე, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვაც.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ~
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.