ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძაღლებს ყნოსვით კორონავირუსის ინფექციის დადგენა ასწავლეს.
ამის შესახებ Deutshe Welle წერს.
მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, ხოლო მასსი მონაწილე ერთ-ერთმა ძაღლმა კორონავირუსით ინფიცირებულების დადგენა შეძლო. კერძოდ, ძაღლმა ინფიცირებულების შარდის ანალიზი ჯანმრთელი ადამიანების ნიმუშებიდან გამარჩია.
სპეციალისტები, რომლებსაც ძაღლების დიაგნოსტიკაში გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვთ ამტკიცებენ, რომ ძაღლები ინფიცირებულებს პრაქტიკულად PCR-ტესტების სიზუსტით ავლენენ.
მეცნიერები კვლევის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, რომელზეც ძაღლებს ნიმუშების უფრო დიდი რაოდენობასთან მოუწევთ გამკლავება. თუ კვლევამ გაამართლა, ამის შემდეგ ძაღლების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში დაიწყება.
ანალოგიური კვლევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.