ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” თენგიზ ცერცვაძე შესაძლოა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შესაძლოა მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინოს.

ამის შესახებ ინფორმაციას  ტვ “პირველი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ეპიდემიოლოგი შესაძლოა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, ამ თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ მას არც ასაკი უწყობს ხელს და არც სურვილი აქვს, პოლიტიკაში წავიდეს.

მისივე ცნობით, მას მმართველი გუნდიდან მსგავსი შემოთავაზება არ ჰქონია.

“მე რომ მეთანამშრომლა რომელიმე მთავრობასთან, მაშინ არ ვიქნებოდით ისეთ დღეში, როგორიც ახლა ვართ,”- აცხადებს ცერცვაძე.

თუ ცერცვაძე ზუგდიდის მაჟორიტარად დასახელდა, მოსახლეობა მის კანდიდატურას მიესალმება.

 

 

იტვირთბა....