მარიანა ჩოლოიანი შესაძლოა პატიმრობიდან გაათავისუფლონ – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ჩოლოიანი მწვანე სკოლის არასრულწლოვან მოსწავლეზე, ლუკა სირაძეზე განხორციელებულ ძალადობაში არის ბრალდებული.
ლუკა სირაძის საქმის სასამართლო პროცესზე ე.წ. ნეიტრალურმა მოწმემ განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის სცენა არ უნახავს. როგორც ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა ის მალე გაათავისუფლონ.
“მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, მათ შორის ნეიტრალური მოწმეებიც. რომელთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას. მარიანა ჩოლოიანის მიმართ სამართლებრივი შეფასება უნდა დასრულდეს გამამართლებელი განაჩენით” – აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი, გოგი მოსიაშვილი.