საბერძნეთი 1 ივნისიდან ბცჟ-ს საყოველთაო ვაქცინაციას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ, ინტერნეტპორტალი Neakriti აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაცია ათენში, სალონიკში, პეტრასა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ჩატარდება.
როგორც ათენის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ევანგელოს იამარელოსი აცხადებს, სანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, კოლექტიური იმუნიტეტის განვითარება უკვე არსებული სხვა ვაქცინებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რომლებიც რესპირატორული ვირუსების განვითარებას უშლიან ხელს.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის დროს გამოითქვა ვარაუდი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ბცჟ-ს მასობრივი ვაქცინაციაა ჩატარებული, ლეტალური შემთხვევებისა და ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დაბალია.