ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები სერიოზული ეპიდემიაა – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის პრევენციისთვის არსებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაბიჯები გადადგა, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ, ყველა ის შემზუდღველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღინისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება.
აუცილებელია თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ და მეტად ხშირად დავიბანოთ ხელები, სანიტაიზერებით, სადინფექციო ხსნარებით დავიმუშაოთ, რაც მთავარია, 10 კაცზე მეტი თავშეყრის არიდება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.