“თქვენ და ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ერთმანეთში არ საუბრობთ?! ორი დღის წინ ქალბატონი ეკატერინე ტრანსპორტზე კითხვის დროს ამბობდა, რომ მიმდინარეობს შემუშავება იმ წესების, როგორ უნდა გაიხსნას. თქვენ მას დაუმალეთ და აქ კარგი ამბით რომ მოსულიყავით, დილიდან გვამცნეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება. და რა ვიცი, ისეთი ბედნიერები სხედხართ, თითქოს გიხარიათ, რაც ქვეყანაში ხდება, ვერ გავიგე.”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
აღნიშნულით ლევან კობერიძემ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს მიმართა.
პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ცნბობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისს დაიწყებს.