About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საკრებულოს კამპანიაში “ვითიბი” ბანკი ჩაერთო

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების ( ოთხი და მეტი შვილი) დახმარებას განაგრძობს.

ამჯერად კამპანიაში “ვითიბი” ბანკი ჩაერთო, რომელმაც 500 ოჯახისთვის გადასაცემი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა.

საკრებულოს ინფორმაციით, ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში საკრებულოს უმრავლესობის წევრები დაარიგებენ.

დედაქალაქის  წარმომადგენლობითი ორგანოს თავჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ “ვითიბი” ბანკის მენეჯმენტს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო კომპანიები, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, საკრებულოს მიერ დაწყებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.

“ჩვენი კამპანია გრძელდება და მასში სულ უფრო მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვითიბი ბანკის მენეჯმენტის დახმარებით, საკვებ პროდუქტებს კიდევ 500 ოჯახს გადავცემთ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და სანამ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარებით, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

იტვირთბა....