ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანაში არ გაქვს ინფიცირების არცერთი ქეისი, რომელიც არ ვიცით, საიდან მოდის”- გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ შეძლო, იმდენად პროგნოზირებადი გაეხადა ვირუსის გავრცელება, რომ ამ დრომდე ინფექციის შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში  საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ინფიცირების შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია და  ესაა ან საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი პაციენტები ანდა უკვე ცნობილი კლასტერები.

“კრიტიკა მარტივია და შეიძლება ყველამ იფიქროს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია, ყველა ქვეყნანა თავის სტრატეგიას ირჩევს იმ შესაძლებლობიდან, რაც გააჩნია. აქ არის ერთი საერთო წესი, სწორი ბანალსის პოვნა ქვეყნის ჯანდაცვის სიტემასა და ეკონომიკურ შესაძლებლობას შორის. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო ის გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც გადავგდით. და ამით ჯანდაცვის სისტემისთვის უნდა მიგვეცა დრო, რომ მას შეძლებოდა უფრო მეტი პაციენტის სტაბილურად მკურნალობა.

საქართველო იყო ერთ ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომ ვირუსის გავრცელების პლატო იმდენად პროგნოზირებადი გაეხადა, რომ დღეს შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ გაქვს ინფიცირების არცერთი ქეისი, რომელიც არ ვიცით საიდან მოდის,”- აცხადებს გახარია.

ამასთან, გახარიამ ისაუბრა საერთაშორისო კვლევებზეც, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 20%-ს ესაჭიროება მკურნალობა, თუმცა მისივე თქმით, ამ მოდელმა არ გაამართლა სხვა ქვეყნებში, ვინაიდან ეპიდაფეთქება გამოიწვია.

იტვირთბა....