ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება განახლდება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან რესტონრებში ყველა სახის მომსახურება აღდგება.

როგორც პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, 8 ივნისიდან  გაიხსნება ასევე სასტუმროებიც.

“რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ცნობილია, რომ 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო გაიხსნება. ხოლო, 1-ელი ივნისიდან  ღია სივრცის მქონე რესტორნები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. 1-ლივე ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას, 8 ივნისიდან აღდგება.

იტვირთბა....