ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობის აღდგენის თარიღი უკვე ცნობილია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება.

ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა,

პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ცნობილია, რომ 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო გაიხსნება. ხოლო, 1-ელი ივნისიდან  ღია სივრცის მქონე რესტორნები, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება. 1-ლივე ივნისიდან მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.

იტვირთბა....